„გრძელდება ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ“ – გრიგოლ ლილუაშვილი

„აქტიური „მილიტარიზაცია“, უკანონო სამხედრო წვრთნები, უკანონო „ბორდერიზაცია“ – ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. ლილუაშვილი დეპუტატებს 2021 წლის ანგარიშს აცნობს.

როგორც ლილუაშვილი აცხადებს, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გრძელდება.

„გრძელდება ანექსია რუსეთის ფედერციის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებში კვლავ მიმდინარეობს აქტიური მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები, უკანონო „ბორდერიზაცია,“ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება, რაც ქვეყნის უსაფრთხების კუთხით დამაზიანებელია. არსებული მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში კვლავ რჩება ის ქვედანაყოფები რომლებიც წლების განმავლობში იყვნენ. ადგილზე მიმდინარეობდა გეგმიური როტაციები რუსულ შეიარაღებულ ძალებზეა საუბარი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო  რუსეთის  საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ, რეგიონებში შეცვლისა და თავისუფალი მიქმედების საშუალებას არ აძლევდა. კვლავ მიმდინარეობდა უკანონო დაკავებების სერია, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი“ – აცხადებს ლილუაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან.

 

მსგავსი თემები