„ის იყო კლდე“ – პემიერ-მინისტრი დედოფალზე

ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერი ლიზ ტრასი დედოფალს კლდეს ადარებს და აცხადებს, რომ  ის  იყო უდიდესი ლიდერი, რომელსაც მსოფლიო ოდესმე იცნობდა.

„მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, რომელსაც მსოფლიო ოდესმე იცნობდა. ის იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა. ის ტახტზე ავიდა 25 წლის ქვეყანაში, რომელიც ომის ჩრდილიდან გამოდიოდა. მან მემკვიდრეობით დატოვა თანამედროვე ერი, რომელიც გაიზარდა და აყვავდა მისი მმართველობის ქვეშ. ის, რომ გაერთიანებული სამეფო დღეს დიდებული ქვეყანაა, მისი დამსახურებაა. თანამეგობრობა დღეს ერთი ოჯახი სწორედ მისი დამსახურებით არის. ის იყო ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის კავშირის ერთგული. ის 15 ქვეყანას ემსახურებოდა როგორც სახელმწიფო მეთაური და უყვარდა ყველა მათგანი“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

შეგახსენებთ, რომ დედოფალი გუშინ გარდაიცვალა.

მსგავსი თემები