,,კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს”- ანდრიუს კუბილიუსი

,,კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს,”- ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თქმითაც ევროპარლამენტარი ,,არსად შესაშვები არ არის”.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს. ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ზიანს აყენებს ქართული ოცნების გაცხადებულ მცდელობას, მოიპოვოს  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი” – წერს  ანდრიუს კუბილიუსი.

,,არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან”- კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები