კანონი, რომელიც უსინათლოს, ყრუს, სმენადაქვეითებულსა და წერა-კითხვის არმცოდნეს შეეხება

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ ცვლილებებით, უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება.

კანონპროექტი პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა კოლეგებს პირველი მოსმენით გააცნო. მისი განმარტებით, კანონპროექტზე მუშაობა ინკლუზიურად და დაინტერესებული პირების ჩართულობით წარიმართა.

„უსინათლოები გარიგებების დროს ბევრ უსამართლო ბარიერებს აწყდებიან  და განსაკუთრებით ეს კერძო სექტორში აისახება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ დადონ  გარიგება, ისინი იძულებულნი არიან მესამე პირის, მოწმის თანდასწრებას, რაც მათ კონფიდენციალურობას უქმნის საფრთხეს. ეს ერთგვარ დისკრიმინაციულ მიდგომას წარმოადგენს.  აღნიშნული საკითხები რამდენიმე წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის ბრძანებით დაარეგულირა, მაგრამ საჭიროა, რომ ეს მიდგომა კანონის დონეზე იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, დეპუტატებმა 74 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მსგავსი თემები