ხმაური, გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

ხმაური, გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში – ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების დაწყების მიზეზი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით მჟავანაძის განცხადება გახდა. მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომის მთაზე მიწებს ითვისებენ და ხელს უშლიან კურორტის განვითარებას.

„კურორტი ფაქტობრივად დაღუპეს, გაწირეს და ამის ნათელი მაგალითი არის წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება. ეს იყო ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, როდესაც ის ავიდა გომის მთის დასათვალიერებლად და გასცეს ბრძანება, პრაქტიკულად დააკანონა უკანონობა და ხმების სანაცვლოდ ადამიანებს მისცა ნება, იქ მიეთვისებინათ მიწები”- განაცხადა მჟავანაძემ.

ბრალდებას მწვავე რეაქცია მოყვა მმართველი გუნდისგან. სიტყვიერ დაპირისპირებას შეხლა-შემოხლა და გინება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრობა“, ეს დესტრუქციული ძალა ყოველთვის ცდილობს, არეულობა შემოიტანოს საკრებულოს სხდომაზე და ნორმალურ მსვლელობას შეუშალოს ხელი. მათი განცხადებები და აქტივობები ტყუილზეა აგებული. დღესაც ამის მოწმეები გავხდით,”- განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელაძემ.

მსგავსი თემები