„ხატია დეკანოიძე – გაერთიანება ხატიასებრთა ოჯახიდან“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით,  ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, პირობითად თუ დავარქმევთ, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო.

როგორ მინისტრი წულუკიანი განმარტავს, დეკანოიძეს არეული აქვს, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს.

„მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, იმასაც კი ვიხსენებ, რომ ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავისი ბელადის მსგავსად, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო, შევიდა უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში უკრაინაში, მიიღო იქაური მოქალაქეობა. როგორც ჩანს, მას დღემდე აღრეული აქვს, ვისი შვილია, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის გაღიზიანება კი დეკანოიძიეს სიტყვებმა გამოიწვია, სადაც ის ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.  კერძოდ, როგორც დეკანოიძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ძალიან დიდი საშიშროება უკრაინის გამარჯვებისთვის, მათ შორის არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, რადგან უსაფრთხოების სარტყელი, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას, შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, ამ სარტყელში საქართველო არის ამოვარდნილი.

 

 

მსგავსი თემები