რუსეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი საკუთარ სახლში დაჭრილი იპოვეს – გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიაზე მუშაობს

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში მცხოვრები ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ქართველი ე.წ. კანონიერ ქურდი, 68 წლის გიორგი დიაკვნიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში დაჭრილი იპოვეს. როგორც ,,primecrime” წერს, 68 წლის  გია დიაკვნიშვილმა თვითმკვლელობა სცადა.

,,დიაკვნიშვილი საკუთარ სახლში იპოვეს თავში ტყვიით – ტყვიამ თვალი დაუზიანა. კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. პოლიციამ მის სახლში საბრძოლო იარაღად გადაკეთებული ე.წ. გაზის იარაღი იპოვა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიაზე მუშაობს”- ნათვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები