„გულწრფელად მეცოდებიან ის ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც თავიანთი ლიდერების პოლიტიკური სიხარბის გამო არ ერთვებიან პროცესში” – ნინო წილოსანი

„გულწრფელად მეცოდებიან ის ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური სიხარბის გამო არ ერთვებიან ამ პროცესში, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ამ მნიშვნელოვან გზაზე ხელი შეუშალონ,” – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

,,მე პარლამენტის იმ ნაწილს წარმოვადგენ, რომლისთვისაც ამ 12 რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია და ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ეს დიდი მისია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გვაქვს აღებული, შევასრულოთ.  ასევე გულწრფელად მეცოდებიან ის ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური სიხარბის გამო არ ერთვებიან ამ პროცესში, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ამ მნიშვნელოვან გზაზე ხელი შეუშალონ. ქვეყნის სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენებას არ ერიდებიან და ისტორიის არასწორ მხარეს დგანან. ალტერნატიულ პროცესებს იწყებენ იმისთვის, რომ თავად ეს პროცესი ცირკს დაემსგავსოს და ამ ამღვრეულ წყალში მერე თავად თევზი დაიჭირონ“, – აღნიშნა წილოსანმა.

დეპუტატმა ევროკავშირის მეცხრე რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გენდერული თანასწორობის კუთხით არის გაცემული.

„რეკომენდაციების შესრულება ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თითოეული მათგანი თავისი შინაარსით ქვეყანას უკეთეს დემოკრატიულ მოცემულობაში ჩააყენებს. ევროკავშირის რეკომენდაციებში ორი ძირითადი მიმართულებით გვაქვს დავალებები განსაზღვრული – ესაა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სტამბულის კონვენციასთან კიდევ უფრო დაახლოვება და სათანადო მუხლების შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული კვოტირება და ის საკითხები, რომელიც გაწერილი გვაქვს“.

 

 

მსგავსი თემები