საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც დიასახლისად მუშაობდა და ოჯახებს ძარცვავდა 

საბერძნეთში დააკავეს 40 წლის ქართველი ქალი, რომელიც ოჯახებში დიასახლისად მუშაობდა და სახლებს ძარცვავდა. პოლიციის ცნობით, ნაპოვნია ძვირფასი ნივთები და ძვირფასეულობა.

​40 წლის ქალის სახლში აღმოჩენილი ნივთების ჩამონათვალი ვრცელია: ორმოცდაათი საათი; ოქროს სანთებელა; ორი მოოქროვილი ჯაჭვი; 22 წყვილი მანჟეტი; 6 სამაჯური; 10 საკოლექციო კალამი; 1 წყვილი საყურე; მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მოოქროვილი ხატი; 1 წმინდა სახარება ვერცხლის ყუთში; 7 საფულე; 1 ლეპტოპი; 15 ვიდეოკამერა; 7 საკოლექციო ხმალი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულს 43 სახლის გასაღები აღმოაჩნდა. ქალს  ჰქონდა ძვირფასი ქვების დეტექტორიც, ძვირფასი ნივთებისა და სამკაულების შესამოწმებლად.

მსგავსი თემები