„ამ კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ ჩაითვლება“ – ირაკლი კობახიძე

მმართველ გუნდს ე.წ. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზება გააჩნია. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, უკრაინული კანონის გადმოკოპირებას აპირებენ.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება.  ჩვენ ვთარგმნეთ უკრაინული კანონი და მცირე ადაპტაციით მოხდა მისი დაკოპირება. ეს საკითხი განიხილება სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი? იმიტომ რომ არაფერზე არაა მორგებული, ქართულ რეალობაზე არ არის მორგებული, ეს დოკუმენტი განყენებულ სივრცეში ჩამოყალიბებულია. თემა არის ზოგადი და ძალიან მარტივად შეიძლება, გამოგვადგეს. ოლიგარქი ყველა მოხვდება. ჩვენ თუ ჩავხედავთ უკრაინულ კანონს, იქ არის ოთხი კრიტერიუმი. ამ ოთხი კრიტერიუმიდან ოლიგარქი სამს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები