„არ გჭირდებათ აპლოდისმენტები, არ გჭირდებათ კარგი სიტყვები“ – ჯოზეფ ბორელი უკრაინას

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინის მხარდაჭერას ბრიუსელიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ ქვეყანას აპლოდისმენტების ნაცვლად დახმარება სჭირდება.

„ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან ყოველგვარი მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად. მე არაერთხელ მითქვამს – თქვენ არ გჭირდებათ აპლოდისმენტები, არ გჭირდებათ კარგი სიტყვები, თქვენ გჭირდებათ კონკრეტული მხარდაჭერა და იარაღი და ჩვენ მას უზრუნველვყოფთ”, – აღნიშნა ბორელმა პრესკონფერენციაზე.

მანს რუსი სამხედროების უკრაინიდან გასვლის საკითხზეც ისაუბრა.

„ჩვენ გავუწევთ პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას რამდენადაც ამის საჭიროება იქნება. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში. გვინდა ეს ომი დასრულდეს“ – აღნიშნა ბორელმა.

მსგავსი თემები