„რადგან თქვენ შედიხართ ევროპულ ოჯახში, თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა“ – ლინკევიჩუსი

„ევროპული პერსპექტივის საკითხი მტკივნეულად იქნა აღქმული, რადგან საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, მოდით, შევხედოთ პოზიტიურად – რადგან თქვენ შედიხართ ევროპულ ოჯახში, თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა“ – აცხადებს ლიეტუვას ყოფილი საგარეო მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

როგორც დიპლომატმა თბილისში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.

„თქვენ გაქვთ ძალიან კონკრეტული გზამკვლევი და  ეს მოიაზრებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას. უნდა იფიქროთ, როგორ იპოვოს გზა ამ სამუშაო ჯგუფებში ერთად სამუშაოდ. ხელისუფლება ყოველთვის მეტად არის პასუხისმგებელი, რადგან მათ ხელთ აქვთ ყველა ბერკეტი, თუმცა არასწორია იმის თქმაც, რომ ერთი მხარეა დამნაშავე და მეორე სუფთაა. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური მესიჯები თბილისიდან, რადგან, როგორც წესი, ზოგჯერ მოდის თავის ტკივილი, პრობლემები, კონფლიქტები“, – აღნიშნა დიპლომატმა.

მსგავსი თემები