„ქართული ოცნება” როგორც პრორუსული ძალა, არ მიდის არსად, სადაც განიხილება საქართველოს ინტეგრაცია ევროპული მიმართულებით”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უმაღლესი რანგის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა ბოლო წლების განმავლობაში.

ვაშაშის თქმით, ის, რომ „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს ამ ტიპის ფორუმებს, ნიშნავს იმას, რომ „ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.

„ეს არის უმაღლესი რანგის კონფერენცია, რომელიც საქართველოში ჩატარებულა ბოლო წლების განმავლობაში. სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპარლამენტი – ყველა ის ადამიანი არის აქ, ვინც მუშაობს რეგიონალური უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მთავარი თემა არის ის, რომ თუ „ქართული ოცნება“ კვლავ ბოიკოტს უცხადებს მსგავსი ტიპის კონფერენციებსა და ფორუმებს, ნიშნავს იმას, რომ ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ქართული ოცნება” როგორც პრორუსული ძალა, არ მიდის არსად, სადაც განიხილება საქართველოს ინტეგრაცია ევროპული მიმართულებით. ეს არის მთავარი საკითხი ამ კონკრეტულ ვითარებაში – მიტაცებული სამშობლო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები