მედვედევი გერმანიას ჰიბრიდული ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გერმანიამ რუსეთის ფედერაციას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა.

მედვედევმა  გერმანიის კანცლერის განცხადებას უპასუხა, რომლითაც მან აღნიშა, რომ  რუსეთი ენერგორესურსების სანდო მომწოდებლად არ ითვლება.

„გერმანია: ა) არამეგობრული ქვეყანა, ბ) დააწესა სანქციები რუსეთის მთელი ეკონომიკისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, გ) აწვდის უკრაინას ლეტალურ იარაღს, რომელიც მიმართულია ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს გამოუცხადა ჰიბრიდული ომი. მაშასადამე, გერმანია იქცევა, როგორც რუსეთის მტერი“, – წერს დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში, როთაც გერმანიას ჰიბრიდული ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს.

 

 

მსგავსი თემები