ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან სავიზო შეზღუდვის საკითხი განიხილა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან  რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, სანქციების ,ერვე პაკეტის საჭიროებაზეც ჰქონდათ საუბარი.

„გავმართე სატელეფონო საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. განვიხილეთ ევროკავშირის შემდგომი მაკროფინანსური ტრანშის სწრაფი გამოყოფა. მივანიშნე სანქციების მერვე პაკეტის მომზადების აუცილებლობაზე, რომელიც ასევე უნდა შედიოდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები