„თქვენ ითვლით კაპიკებს თქვენ ჯიბეებში, ჩვენ ვითვლით გარდაცვლილებს“ – უკრაინის პირველი ლედი

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს.  როგორც პირველი ლედი აცხადებს, გასაგებია, რომ ფასები იზრდება და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობას უარესდება, თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უკრაინაში ხდება.

„უკრაინის ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი მოკავშირეების ეკონომიკას, მაგრამ თუ დასავლელებს უწევთ „კაპიკების“ დათვლა გაზის გადასახადის გადასახდელად, უკრაინელები გარდაცვლილებსაც ითვლიან, – აღნიშნა პირველმა ლედიმ  BBC-სთან.

ოლენა ზელენსკა მოკავშირეებს მიმართავს, ძალისხმევა გააძლიერონ უკრაინის და მსოფლიოს გადასარჩენად.

„ევროპის ეკონომიკური კრიზისი არის არა მხარდაჭერის ბრალი, რომელსაც დასავლეთი უკრაინის მიმართ იჩენს, არამედ, რუსეთის ქმედებებით გამოწვეული პრობლემა. თუ მხარდაჭერა ძლიერი იქნება,  ეს პერიოდი უფრო მალე დასრულდება. როდესაც თქვენ ითვლით კაპიკებს თქვენს საბანკო ანგარიშებზე ან ჯიბეებში, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ და გარდა ამისა, ვითვლით ჩვენს დაღუპულებს“, – აღნიშნა პირველმა ლედიმ.

 

მსგავსი თემები