ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს მადლობას უხდის და გმირს უწოდებს.
„მადლობა მეგობრობისთვის ვოლოდიმირ, შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ“, – მიმართა ბორის ჯონსონმა ზელენსკის.
როგორც ჯონსონი აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. “ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას პუტინის ომის წინააღმდეგ“, – აცხადებს ჯონსონი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში, ბრიტანეთს ახალი პრემიერი ეყოლება. დიდი ალბათობით, ბორის ჯონსონის შემცვლელი ლიზ ტრასი იქნება.