„ჩვენი სიცოცხლე და მომავალი სასწორზეა“ –  პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, რადგანაც სხვა გამოსავალი არ არსებობს. როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინის და უკრაინელების სიცოცხლე და მომავალი ახლა სასწორზეა.

„ჩვენ ვიბრძოლებთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი მომავალი სასწორზეა.  ჩვენ კვლავ გვჭირდება დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა და სოლიდერობა“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ის ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ის განუმეორებელია.

„ყოველი  შეხვედრისას,  ბორისს ჰქონდა ერთი ძალიან კარგი კითხვა: კიდევ რა? კიდევ რა გჭირდება? ეს გახდა ჩვენი ლოზუნგი, რომელიც ეფექტიან პროგრესს უზრუნველყოფდა. დამიჯერეთ, არც თუ ისე ბევრი პოლიტიკოსია მზად, გააკეთოს ეს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისვე თქმით, ჯონსონს უკრაინელებმა მადლობის ნიშნად „ჯონსონიუკი“ დაარქვეს.

 

მსგავსი თემები