„ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც პუტინს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ“ – ჯონ ჯიბრი  

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის განცხადებით, აშშ მხარს არ უჭერს, სავიზო შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეს დაუწესდეს.

„ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები რუსების გარკვეული კატეგორიის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც პუტინს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მის ოლიგარქიას, რომლებიც გარეულნი არიან უკრაინის ომში, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ პუტინის გამო ყველა რუსზე პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიული ზომა იქნება. ვფიქრობთ, ომი არ უნდა გარდავქმნათ ყველა რუსი ხალხის წინააღმდეგ. რუსი ხალხი არ უნდა დავადანაშაულოთ ომში, პუტინი და მისი კაბინეტი აწარმოებენ ამ არაკანონიერ და უმიზეზო ომს უკრაინაში და რუსები არ უნდა ისჯებოდნენ ამისთვის“, – აცხადებს კირბი.

 

 

მსგავსი თემები