,,ჩემი დროც დადგა”- კადიროვი შესაძლოა გადადგეს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გადადგომას აანონსებს. მისი თქმით, თანამდებობაზე ძალიან დიდხანს იმყოფება და დაიმსახურა ხანგრძლივი შვებულება.

„მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ თურმე მე ვარ „დღეგრძელი“ რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მოქმედ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონაც შევამჩნიე, რომ ძალიან დიდ ხანს შემოვრჩი. მიმაჩნია, რომ სავსებით დავიმსახურე უვადო და ხანგრძლივი შვებულება. ვიმედოვნებ, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, – განაცხადა კადიროვმა.

კადირვის თქმით, მისი წასვლის დროც დადგა.

„ჩვენ კავკასიელებს გვაქვს გამოთქმა: როგორი პატივსაცემი და სასურველიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა. ვიდრე არ გამაგდეს. როგორც აღმოჩნდა, მე უკვე მოხუცი ვარ, ოდესღაც კი ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ჩვენ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ და ვეცდებით, დროულად წავიდეთ“, – აღნიშნა კადიროვმა.

 

 

მსგავსი თემები