ყვარელში ისევ ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები ავიაციაც ჩაერთო.

შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.

 

მსგავსი თემები