ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესს 3-4 წელი დასჭირდება. ევროდეპუტატი აქვე სვამს კითხვას, სად იქნება ამ დროს საქართველო.
„თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ. ეს პრობლემაა დეოლიგარქიზაცია და რას ნიშნავს ის საქართველოში. ყველამ იცის, თუ რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ამაში ახალი არაფერია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკთან, უკრაინას – იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს პრობლემა. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. ვფიქრობ, მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ – კითხულობს ანდრიუს კუბილიუსი.