,,მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების დროა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით,ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს.

„მტკიცედ მჯერა, რომ მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების დრო არის ახლა. გაზის ფასზე ლიმიტი შეიძლება შემოთავაზებული იყოს ევროპულ დონეზე და ასევე არსებობს სამართლებრივი საფუძველი ევროპულ დონეზე მოგების დროებით შესაჩერებლად, როგორც საგანგებო ზომა არსებული კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

მსგავსი თემები