ლუკაშენკოს დაქირავებულ მებრძოლებს უკრაინაში დივერსიების მოსაწყობად ამზადებენ – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კერძო სამხედრო რუსული ორგანიზაცია “ვაგნერის” წევრები, დაქირავებული ბელარუსული დაჯგუფების წევრებს, უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიების მოსაწყობად ამზადებენ.

არსებული ინფორმაციით, “ვაგნერის” დაჯგუფება ბელარუს მებრძოლებს უკვე ერთი თვეა ავარჯიშებს. სავარაუდოდ, ისინი უკრაინელი სამხედროების ფორმას გამოიყენებენ.

ამასთან,8-დან 14 სექტემბრამდე უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონების საზღვრებზე რუსეთის, ბელარუსის და “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” ერთობლივი სამხედრო წვრთნებია დაგეგმილი.

მსგავსი თემები