სისხლიანი დაპირისპირება თანასოფლელებს შორის – დაჭრილია ერთი ადამიანი

სისხლიანი დაპირისპირება დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტში – თანასოფლელმა თანასოფლელს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა,  ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.  დაჭრილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შემთხვევა სოფელ ზემო ქედში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

მსგავსი თემები