,,პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ოთხეულმა თავი ამოწურა,ვფიქრობ, მათი გზავნილები და წერილები დასრულდება”- ლევან იოსელიანი

,,პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ოთხეულმა თავი ამოწურა, ვფიქრობ, მათი ეს გზავნილები და წერილები დასრულდება” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი ,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატებისგან რიტორიკის შერბილებას ელოდება.

„პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როგორც მივხვდი, ამ ოთხეულმა თავის თავი ამოწურა და ვფიქრობ, მათი ეს გზავნილები და წერილები დასრულდება. მათ გამოსვლებს თავიდანვე უარყოფითად ვაფასებდი. კარგი იქნება, თუ ამას წერტილი დაესმევა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მეტი პატივისცემა იქნება გამოხატული. მთლიანობაში, ველოდები რიტორიკის შერბილებას, რადგან პრემიერის გუშინდელი განცხადება ამას ნიშნავდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

,,პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ”- ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები