პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი კი 20.8 პროცენტით გაძვირდა – ,,საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა სურსათის გაძვირებამ მოახდინა.

საქსტატის ინფორმაციით, პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით არის გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 20.8 პროცენტი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 20.3 პროცენტი, ზეთი და ცხიმი – 19.8 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო – 18.7 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.6 პროცენტი, თევზეული – 13.6 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.1 პროცენტი, ხილი – 2.5 პროცენტი. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 9.6 პროცენტით.

მსგავსი თემები