ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, თანასოფლელებს შორის სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
თანასოფლელმა 45 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.