,,პუტინი შემოდგომასა და ზამთარში უკრაინაზე თავდასხმისთვის, ახალ ძალებს შექმნის”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ხელმძღვანელობა, ალბათ, ემზადება ახალი ძალების შესაქმნელად შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის წინააღმდეგ შეტევის გასაძლიერებლად.

მათივე ცნობით, პუტინის განცხადება უკრაინაში “ანტირუსული ანკლავის” ლიკვიდაციის გეგმების შესახებ, ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი მაქსიმალისტურ გეგმაზე – დაიპყროს მთელი უკრაინა.

,,კალინინგრადის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზანია აღმოფხვრას ” ანტირუსული ანკლავი“, რომელიც ყალიბდება უკრაინაში და წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს რუსული სახელმწიფოსთვის. პუტინმა ანალოგიურად გამოიყენა „ანტირუსეთის“ კონცეფცია თავის 24 თებერვალს გამოსვლაში. პუტინის გამეორება „ანტირუსული“ სუბიექტის შესახებ, რომელიც სამხედრო გზით უნდა დაამარცხოს რუსეთის დასაცავად, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მაქსიმალისტურ ზრახვებს უკრაინის მიმართ და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს საინფორმაციო პირობების შექმნას რუსეთის შემდგომი ძალისხმევისკენ და ძალის წარმოქმნისკენ შემოდგომაზე და ზამთარში,”- ნათქვამია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები