,,ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რამის საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართული ბრიფინგზე მოსმენების კანონის შესახებაც ისაუბრა. პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზიც განმარტა.

,,ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და რამის საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო და მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები