,,რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს”- ლავროვი

,,რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა თავიანთი ამოცანების შესრულება შეძლონ,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისგან ობიექტურობას ელოდება.

„ჩვენ სწორედ ობიექტურობას ველოდებით, თუმცა ყველა დანარჩენს, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ ვიზიტთან, მის მზადებასთან და მისი გართულების მცდელობებთან, აშკარად არ სურს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ობიექტური დასკვნები გააკეთოს“, – განაცხადა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები