„ჩვენ ამას ვაკეთებ ისე, რომ ჩვენსავე ფეხებს არ ვესროლოთ და თავი არ დავიზიანოთ“, – ლავროვი იმუქრება

თუ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, კრემლი მას სათანადოდ უპასუხებს. ოკუპანტი ქვეყანა დასავლეთს ისევ თითს უქნევს. როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო მინისტრი აცხადებს, თუ დასავლეთი გააგრძელებს  რუსეთზე ზეწოლას, მოსკოვი მას მკაცრად უპასუხებს.

„ჩვენზე და სხვა ქვეყნებზე ზეწოლით, ჩვენ წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მზადებით, დასავლეთი ძირს უთხრის მსოფლიო წესრიგის ყველა საფუძველს, რომელიც ეფუძნებოდა თავად დასავლეთის პროპაგანდას გლობალიზაციის პრინციპების შესახებ. ღია ბაზრები, თავისუფალი მეწარმეობა, სამართლიანი კონკურენცია, უდანაშაულობის პრეზუმფცია – ეს ყველაფერი ერთ წუთში წაიშალა. ჩვენ ამ ზეწოლას  მკაცრად ვუპასუხებთ, მაგრამ არა ჩვენს საზიანოდ”, – აცხადებს სერგეი ლავროვი.

მისივე განცხადებით, რუსეთის ყველა პასუხი ადეკვატური და შესაფერისი იქნება.

„როდესაც გამოცხადებულია უკანონო სანქციები, ჩვენ ვმოქმედებთ რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, ჩვენ ვპასუხობთ, მაგრამ არა დაუფიქრებლად, როგორც ამას ჩვენი დასავლელი კოლეგები აკეთებენ, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მათ უფრო მეტს აზიანებს, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ამას ვაკეთებ ისე, რომ ჩვენსავე ფეხებს არ ვესროლოთ და თავი არ დავიზიანოთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები