,,სახალხო დამცველი არ უნდა იყოს მიკერძოებული, უნდა იყოს კვალიფიციური, რომელიც მისაღებია ყველა და არა ერთი მხარისთვის“- კელი დეგნანი

,,სახალხო დამცველის მთავარი საქმიანობა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და სწორედ ამიტომ, ის არ უდა იყოს მიკერძოებული”, – ამის შესახებ საქართველოსი აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, სახალხო დამცველის არჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ახლა არის დრო, რომ პროცესში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ხმა და არა ის, რომ პროცესი იყოს დახურული და ექსკლუზიური.

„სახალხო დამცველის არჩევა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს უდიდესი შესაძლებლობაა პარლამენტისთვის, საქართველოსთვის, რომ პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური. ახლა არის დრო, რომ პროცესში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ხმა და არა ის, რომ პროცესი იყოს დახურული და ექსკლუზიური. აღსანიშნავია, რომ წინა არჩევის პროცესი ძალიან კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ. კერძოდ, საქართველომ მიიღო მაღალი შეფასება, რადგან პროცესი იყო ინკლუზიური, ის მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოიცავდა ბევრ ხმას. საქართველოს თუ სურს ამ მაღალი ადგილის შენარჩუნება, რაც უნდა გააკეთოს არის ის, რომ მისდიოს პრინციპებს, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით არის გაწერილი, რეკომენდაციები, რომელიც საქართველომ მიიღო ხუთი წლის წინ. ასე შეინარჩუნებს საქართველო იმ ძალიან მაღალ შეფასებას, რაც ადრე მიიღო. ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული არიან არასამთავრობოები და ამაში არ არის მისტიკა, ეს ყველაფერი გაწერილია პარიზის პრინციპებში, ევროპის საბჭოს რეკომენდაციებში. ბევრი გზამკვლევია, რომელსაც შეუძლია, მისდიოს საქართველომ და აირჩიოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კონსენსუსით აირჩევა. დაიმახსოვრეთ, რომ სახალხო დამცველის მთავარი საქმიანობა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და სწორედ ამიტომ, ის არ უნდა იყოს მიკერძოებული, უნდა იყოს კვალიფიციური, რომელიც მისაღებია ყველა და არა ერთი მხარისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები