,,მოქმედი სახალხო დამცველის მონაცემები უნდა ავიღოთ იმისთვის, რომ სწორი წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი”- გია ვოლსკი

,,როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი განხილვების პროცესში არ მონაწილეობს, ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა სწორი ფორმულა შესთავაზო, კონსტრუქციულ განხილვაში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ახლანდელი სახალხო დამცველი გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანია.

„ახლა როგორ სახალხო დამცველსაც ვხედავთ – მისი პოზიციიდან, განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ის არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანი, რომლის მონაცემებიც უნდა ავიღოთ, რათა სწორი წარმოდგენა გვქონდეს, როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი – ამის საპირისპიროდ ისეთი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიემხრობა, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები