,,მომხმარებელს მოვუწოდებ თავი შეიკავონ გარევაჭრობის პირობებში ხორცის შეძენისგან”- ვასილ ბასილაძე „მედიაცენტრ მთავარში“

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე, მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ გარევაჭრობის პირობებში ხორცის შეძენისგან. მისი განმარტებით, ასეთ პირობებში შესაბამისისი ნორმების დაცვა არ ხდება.

,,გარევაჭრობა არის აკრძალული, შესაბამისი სამსახურები უწევენ ამ ყველაფერს ზედამხედველობას. მომხმარებელს მოვუწოდებ თავი შეიკავონ გარევაჭრობის პირობებში ხორცის შეძენისგან. რადგან, გარევაჭრობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამის პირობებს, სადაც ხორცი უნდა იყოს განთავსებული მომხმარებლის მიერ შესაძენად,”- განაცხადა ვასილ ბასილაძემ მედიაცენტრ მთავარში“.

2 თვეში 10 000 კილო ხორცი ამოიღეს – ვასილ ბასილაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები