მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა

  საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი მათი სადგომი. რეგლამენტი შემდეგ პუნქტებს მოიცავს: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და აღჭურვილობა, რომელთანაც ხბოებს უშუალო შეხება აქვთ, არ უნდა იყოს საზიანო მათთვის და უნდა ექვემდებარებოდეს სრულად რეცხვა-დეზინფექციას. ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.  იზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სადგომში უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და გაზის  კონცენტრაციების იმ ზღვრულად … ვრცლად მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა