,,დაკავების ოპერაციაში სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ”- სოსო გოგაშვილის მეუღლე

,,დაკავების ოპერაციაში სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, მათ შორის შს მინისტრის, წმინდა ვახუშტის მოადგილე შალვა ბედოიძე,”- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მატყოფლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გოგაშვილის დაკავების ღამეს თავად გადაიღო ვიდეო, ხოლო  დროდადრო დათვალიერებისას დააფიქსირა ის, რომ ნიღბიან პირთა შორის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნები იყვნენ.

,,ახლა, ნელ-ნელა ვაფიქსირებ იმას, თუ ვინ იმყოფებოდა ჩემს ოჯახში. აღვიდგინე, რომ მათგან ერთ-ერთი იყო მოქმედი შს მინისტრის, წმინდა ვახუშტის მოადგილე შალვა ბედოიძე. ასევე, იყო სუს-ის გენისპექციის უფორის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე, სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი დვალიშვილი მის მოადგილესთან ერთად და და შსს-ს გენისპექციის უფროსი სოსო იოსებიძე. მაინტერესებს, სპეცოპერაციის დროს, როდესაც ჩხრეკის განჩინებით შემოვიდნენ რატომ იყვნენ ამ დროს ასეთი თანამდებობის პირები ჩემს ოჯახში მოსულები, რა უფლება ჰქონდათ? მათ ვერ მოახდინეს ჩემი და ჩემი მეუღლის ლიკვიდაცია, მაგრამ ისინი ახლა განახორციელებენ, იმიტომ, რომ 28 ივლისს, როდესაც ჩემს მეუღლეს ვახტანგ გომელაურმა ბიძინა ივანიშვილისგან შეუთვალა, რომ თუ მათთვის სასარგებლო ჩვენებას არ მისცემდა ჩემი მეუღლე ბრალი დაუმძიმდებოდა, დაიჭერდნენ ახლობლებს, ნათესავებს, ჩვენ ნულზე დაგვსვამდნენ და ბოლოს ამოგვწყვეტდნენ. დღეს კი ეს სახეზეა, ჩვენი ოჯახის წევრს ალექსანდრე სამხარაძეს იბარებენ სასამართლოში და ჩემი ვარაუდით, დღეს მას დააკავებენ. დაიწყო მუქარების სერია, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა ვინ იქნება შემდეგი. დაკავების ღამეს ისინი შენიღბულები იყვნენ, შალვა ბედოიძეს ნიღბის ღრმა ჭრილი ჰქონდა. როდესაც “ლაივს” ვუყურებ ნელ-ნელა ვაფიქსირებ და ასევე აღვიდგინე, თუ ვინ არიან. ვინც შემოვიდა სახლში, მშვიდად არავინ იქცეოდა. ყველა, ვინც სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული, აგრესიული იყო”, – განაცხადა თეა მარტყოფიშვილმა.

მსგავსი თემები