2 თვეში 10 000 კილო ხორცი ამოიღეს და გაანადგურეს – ვასილ ბასილაძე „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ბოლო 2 თვეში რეალიზაციიდან 10 000 კილოგრამამდე ხორცი ამოიღო და გაანადგურა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძე მედიაცენტრ მთავარში განაცხადა,  ივლისი-აგვისტოს პერიოდში 800-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შემოწმდა, აქედან 375 დაჯარიმდა.

სეს-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, 800-ზე მეტი შემოწმება განახორციელა, მათ შორის სასაკლაოებში, ასევე სარეალიზაციო ობიექტებში. აქედან 375 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სხვადასხვა სახის დარღვევები იყო, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია და ა.შ. ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჯამურად 10 000 კილოგრამამდე ხორცი ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში ხორცი მიჩნეულია მავნედ და ადამიანის გამოყენებისთვის შეუსაბამოდ და კანონმდებლობის შესაბამისად, ხორცი ნადგურდება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები შეიძლება მაღალი იყოს, უნდა ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი ნამდვილად არსებობს,“ – განაცხადა ვასილ ბასილაძემ მედიაცენტრ მთავარში.“

2 თვეში 10 000 კილო ხორცი ამოიღეს – ვასილ ბასილაძე “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები