უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ

უკრაინული მხარე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისევ მიმართავს და რუსი ტურისტების ბლოკირებას სთხოვს. როგორც ქვეყნის საგარეო მინისტრი აცხადებს, საჭიროა მკაცრი სანქციები.

„ამკრძალავი ზომების ნახევრად მიღების დრო წავიდა. მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა… რუსი ტურისტებისთვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის გენოციდურ აგრესიულ ომზე, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

შეგახსენებთ, რო აღნიშნულს რუსული მხარეც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ევროპამ ვიზების აკრძალვის მუქარით „ტვინი წაიღო“.

მსგავსი თემები