,,ქაოტურობა, სპონტანურობა და არასერიოზულობა არის „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე”- გიორგი ვაშაძე

,,ქაოტურობა და სპონტანურობა, არასერიოზულობა არის მთავარი მოკავშირე „ქართული ოცნების“ და მისი სტრატეგიის. ჩვენი გეგმაა, სისტემურად ვიმუშაოთ კომპლექსური სტრატეგიით,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ  ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ აქციების დაანონსების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პროტესტის დროც მოვა.

„თანმიმდევრული ნაბიჯები იქნება გადადგმული კომპლექსურად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ოპოზიციურ პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ერთად. შესაბამისად, გეგმა გვაქვს, სტრატეგია გვაქვს, ნაბიჯები განსაზღვრული გვაქვს. ქაოტურობა და სპონტანურობა, არასერიოზულობა არის მთავარი მოკავშირე „ქართული ოცნების“ და მისი სტრატეგიის. ჩვენი გეგმაა, სისტემურად ვიმუშაოთ კომპლექსური სტრატეგიით, რომლის კონკრეტულ ჩარჩოებს თქვენ დაინახავთ. დაგეგმილი და გათვლილია ნაბიჯები. ამ კვირიდან დავიწყებთ ნაბიჯების გადადგმას როგორც 12 პუნქტთან მიმართებით, ისე საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება პროტესტს, ამის დროც მოვა, მის გარეშე რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ პირველი ნაბიჯი პროტესტი ვერასდროს იქნება, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან ფართო ნდობის მოპოვება, რაც ოპოზიციას ნამდვილად სჭირდება,“ – განაცხადა გიორგი  ვაშაძემ.

მსგავსი თემები