მომღერალი ძმები რაჭაში ავარიას ემსხვერპლნენ

რაჭაში ავტოავარია მოხდა. დაიღუპნენ ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები. მათი ავტომობილი ხევში გადაიჩეხა. გადარჩა ძმების ბიძაშვილი, რომლის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ძმები ანსამბლ “ძირიანში” მღეროდნენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მანქანა ხეს შეეჯახა და ძმები მანქანიდან გადმოვარდნენ. გადარჩენილი ბიძაშვილი კი შემთხვევით იპოვეს. მის ტელეფონზე ახლობელმა დარეკა და მაშველებმა ჯიპიესის საშუალებით მიაგნეს.

 

მსგავსი თემები