უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოკუპანტებთან შეტაკებისას კიდევ სამი ქართველი დაიჭრა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ. კავშირი აქვთ დაღუპულის ოჯახთან და მათ ყველა ინფორმაციას აწვდიან.

შეტაკება ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, კრამატორსკთან მოხდა, სადაც  სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.

დაღუპულის ვინაობა ამ ეტაპისთვის არ ვრცელდება. დაჭრილთა მდგომარეობა კი სტაბილურია.

„შემთხვევა ლისიჩანსკის მახლობლად მოხდა. ერთია დაღუპული, დაჭრილია სამი ქართველი. მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. რაც შეეხება ცხედრის საქართველო გადასვენებას, ეს გარკვეული პროცედურების შემდეგ მოხდება“ – აცხადებენ დაღუპულის თანამებრძოლები.

მსგავსი თემები