„რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია“ – მიხაილო პოდოლიაკი  

უკრაინა რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების წინააღმდეგია. არსებულ ვითარებისა და რისკის გათვლით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია.

„პრეზიდენტი ზელენსკი ნამდვილად წინააღმდეგია რუსეთთან მოლაპარაკებების. ამ საკითხზე მტკიცე პოზიცია აქვს უკრაინულ საზოგადოებასაც, რადგან ჩვენ სრულად ვაფასებთ არსებულ რისკს – რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია“ – აცხადებს  მიხაილო პოდოლიაკი.

როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რუსეთს ახლა „პაუზა“ მობილიზაციისთვის სჭირდება.

პოდოლიაკის შეფასებით, ყველა რისკი, საფრთხე და საშიშროება გათვლილია, რაც მნოლაპარაკების ეგიდით ოკუპანტი ქვეყნიდან შეიძლება მოდიოდეს. შესაბამისად, უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებაზე არ მიდის და ყველა დეტალს საერთაშორისო პარტნიორებთან ათანხმებს.

ნატო-ს წევრობაზე უარი რუსეთისთვის საკმარისი არ არის, უკრაინაში ომი დაასრულოს – რას ითხოვს კრემლი?!

 

მსგავსი თემები