ნატო-ს წევრობაზე უარი რუსეთისთვის საკმარისი არ არის, უკრაინაში ომი დაასრულოს – რას ითხოვს კრემლი?!

ოკუპანტი ქვეყანა ოფიციალურად აცხადებს, რომ თუ კიევი უარს იტყვის ალიანსის წევრობაზე, ეს საკმარისი არ იქნება უკრაინაში მიმდინარე პროცესების დასასრულებლად.

აღნიშნულ გზავნილს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი ავრცელებს. მისი შეფასებით, რუსეთს მეტი სჭირდება.

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი აუცილებელია, მაგრამ აღარ არის საკმარისი მშვიდობის დამყარებისთვის. აუცილებელია გაჩნდეს ის გარანტიები, რის შესახებაც პრეზიდენტი პუტინი საუბრობს“, –  ასეთია მედვედევის გზავნილი.

მედვედევი კი უკრაინის „დენაციფიკაციას“ ითხოვს.

 

მსგავსი თემები