ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე  საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი იწვის. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პირველი სადარბაზოს მეორე სართულის ბინიდან გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მსგავსი თემები