,,თუ აფხაზეთი რუსეთის და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება, მხარეებს გაუადვილდებათ შეთანხმება“- კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რომ რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი გადაიჭრას.

„მე მომხრე ვარ, რომ ეს მოხდეს. მივიჩნევ, რომ ეს შექმნის აქტუალური საკითხებისთვის ახალ პირობებს. ჩვენ აფხაზეთთან ერთად დავიწყეთ პარლამენტაშორისი ჯგუფების მუშაობა, რომლითაც ვცდილობთ, მაგალითად, გავამარტივოთ აფხაზეთ-რუსეთის საზღვრით გავლის პროცედურები და იქ ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად რეჟიმი, რომელიც არსებობს რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე საკავშირო სახელმწიფოების ფარგლებში. თუკი დადასტურდება აფხაზეთის სურვილი, გაწევრიანდეს სახელმწიფოთა კავშირში და მოხდება მისი რეფორმირება, გამოჩნდება მწვანე შუქი, რომ ეს საკითხი ამ გზით გადაიჭრას. აფხაზეთი თუ საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება, მხარეებს ასევე გაუადვილდებათ შეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში რუსები იყიდიან მიწას“, – განაცხადა ზატულინმა.

მსგავსი თემები