„დეპუტატებსა და საელჩოს შორის სწორი კომუნიკაცია იქნება სწორი გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად”- დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ყოფილი წევრების ამერიკის საელჩოსთან არსებული კომუნიკაციის ფორმა სრულყოფილი არ არის.

„დეპუტატებსა და საელჩოს, ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას შორის სწორი კომუნიკაცია იქნება სწორი გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაცია იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ეს გაუგებრობა აღმოიფხვრას. საბედნიეროდ, საქართველოსა და აშშ-ს მრავალწლიანი პარტნიორობა აქვთ. რაც შეეხება კომუნიკაციის ფორმას, კომუნიკაციის ფორმა არ არის სრულყოფილი. სწორი კომუნიკაცია არის გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა სერგეენკომ.

,,აშშ-ის ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები