„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით”- ილჰამ ალიევი

,,დღეს ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა და სოფელი ზაბუხი და სუსი მათ კონტროლქვეშ არის.

„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუხი და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს, გაუმარჯოს აზერბაიჯანს“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები