ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ქსელიდან ისევ გათიშულია

უკრაინის „ენერგოატომის” ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ქსელიდან ისევ გათიშულია.

ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობა აღდგენილია, თუმცა ორი ენერგობლოკის ქსელში ჩართვის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

,,2022 წლის 26 აგვისტოს დილის 9.00 საათისთვის ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი გათიშულია ელექტროენერგიის ქსელიდან. აღდგენილია ზაპოროჟიეს ელექტრომომარაგების ხაზი უკრაინის ენერგოსისტემაზე, მიმდინარეობს მუშაობა ქარხნის ორი ენერგობლოკის ქსელთან მიერთების მოსამზადებლად”,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები