ომის დაწყებიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა 46 250 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 46 250 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 46 250; ტანკი – 1 936; ჯავშანტექნიკა – 4 251; საარტილერიო სისტემა – 1 040; სარაკეტო სისტემა – 272; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 202; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 834; საკრუიზო რაკეტები – 196; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 162; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 99.

მსგავსი თემები